logo
ENG



კლიჩკოს ცნობით, კიევში რუსეთთან კავშირში მყოფ 11 ქუჩას სახელი გადაერქვა

10 ნოე 202219:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/8z4srhcnzd9318c.jpg
AFP

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 11 ქუჩას რომლებიც რუსეთთანაა კავშირში, სახელი გადაერქვა და უკრაინელი ადამიანების სახელები დაერქვა.

უკრაინაში ქუჩების სახელების შეცვლა დერუსიფიკაციის პროცესის ნაწილია.

კლიჩკოს ცნობით, ბელომორსკაიას ქუჩას - კატერინა განძიუკის, 2018 წელს მოკლული პოლიტიკოსის სახელი ერქმევა, ვინც წარმოშობით ხერსონიდან იყო.

მაგნიტოგორსკაიას ქუჩას იაკოვ გნიზდოვსკის სახელი ერქმევა, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მხატვრის, ლომონოსოვის ქუჩას იულია ზდანოვსკაიას სახელი ერქმევა, იულია მათემატიკოსი იყო, რომელიც 2022 წლის მარტში ხარკივში, რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

სევერო-სირეცკის ქუჩას ვიქტორ ნეკრასოვის სახელი ერქმევა, კიევში დაბადებული დისიდენტი მწერლის.

შრომის ბულვარს კი ივან კოტლიარევკის, მე-18 საუკუნის უკრაინელი პოეტის სახელი ერქმევა.

გენერალ კარბიშევის ქუჩას ირინა ბეკეშკინას, უკრაინელი სოციოლოგის და დემოკრატიული ინიციატივების ფონდის დირექტორის სახელი ერქმევა. შელაბინსკას ქუჩის სახელი პანტელეიმონ კულიშის, მე-19 საუკუნის უკრაინელი მწერლისა და ეთნოგრაფის სახელით შეიცვალა.

2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე ათობით რუსეთთან დაკავშირებული მონუმენტი გაანადგურა, მათ შორის კომკავშირისა და წითელი არმიიის ჯარისკაცებთან დაკავშირებული მონუმენტები და ალექსნდრ პუშკინის და მაქსიმ გორკის ძეგლები.

 

close დახურვა