საფეხბურთო კლუბ „ საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია „ პალიტრანიუსის” ეთერში, ლაშა დვალიშვილის გადაცემაში განაცხადა, რომ კლუბის ერთ-ერთ სტადიონს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა. ეს საფეხბურთო მოედანი თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს. ხეჩიკაშვილის განცხადებით, ასევე იგეგმება შაქარაშვილის სახელობის საერთაშოროსო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება.