logo
ENG



კლუნების ფონდი: სააპელაციოს გადაწყვეტილება ამაღლობელზე მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე

20 ნოე 202513:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/20/tiwr0a7pu0ivec7.jpg

 ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.

"გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა