logo
ENG



კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის: ვგმობთ სასულიერო პირების ჟურნალისტებზე თავდასხმებს

09 მაი 202117:53
3 წუთის საკითხავი
clock 652
2021/05/09/d1669knr67go3w1.jpg

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს. 

"ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტს მეუფე ანტონ ბულუხია ფიზიკურად და სიტყვიერად დაესხა თავსმღვდელმთავრის ძალადობრივ თავდასხმას ათეულობით ადამიანი შეესწრო, ხოლო ფაქტის ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. 

 

 


close დახურვა