logo
ENG



კოალიცია ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ საგარეჯოში მათი წევრი დააკავეს

10 სექ 202414:42
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ვუსალ კაიუბოვი დააკავეს.

კაიუბოვი პარტია ლელოს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სახლიდან ჩხრეკისას  2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ ეჭვი ეპარებათ შსს-ს ბრალდებაში და საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ.

ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულს იარაღთან შეხება არ ჰქონია. კოალიციაში გეიბოვის დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

"ჩვენი ინფორმაციით დაკავებულია ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი იორმუღანლოდან. მას დიდი ალბათობით ჩაუდეს რაღაც იარაღი. კიდევ ვარკვევთ ამ დეტალებს. სრულიად აშკარაა პოლიტიკური დევნა იმიტომ, რომ ეს დაკავება მოჰყვა მის გააქტიურებას პოლიტიკურად"- აცხადებს კოალიციის წევრი გიორგი შაიშმელაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა