logo
ENG



კოალიციას ძლიერი საქართველო პარტია მოქალაქეები შეუერთდა

12 აგვ 202421:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/12/ddr56mnxxv21x95.jpg

კოალიციას "ძლიერი საქართველო" პარტია მოქალაქეები შეუერთდა. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს და პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი წარადგინეს. 

ახლა კოალიციაში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, პარტია მოქალაქეები და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი.

"რატომ ვდგებით ახლა ერთად? თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ ვართ აქ შეკრებილები? რატომ გვაქვს გული დამძიმებული ბოლო პერიოდში? იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენს ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ, ქვეყანას გვიყიდიან. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა და გაუტკბათ ამ ქვეყნის ძარცვა, ბიუჯეტიდან ფულის ძარცვა, იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ. [...]

ახლა იმის დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ 26 ოქტომბერს და ამათ ვაჩვენოთ, მართლა ვისია საქართველო. ამიტომ ვდგავარ აქ"- თქვა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა