logo
ENG



კობახიძე: 2012-თან შედარებით, 3-ჯერ მეტს ჰქონდა საშუალება, მანქანა ეყიდა, ვითარდება ეკონომიკა

24 ივლ 202422:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/24/ylzfivsvhx5x8kg.jpg

ზრდა [ეკონომიკური] გვაქვს ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოვლეწლიურ რეჟიმში. თქვენ რომ აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში, იგივე 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, 2021 წლიდან, ამ ბინების 80%-ზე მეტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ეკონომიკა ვითარდება და სამჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეეძინა ავტომობილი. ავტომობილების ხარისხიც გაუმჯობესდა და ა.შ. შედარება არ არის 2012 წელთან.

 


close დახურვა