logo
ENG



კობახიძე: 2 000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

03 ივნ 202411:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/e7wm0sue4sbd6o7.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა. 

როგორც ის ამბობს, ამ ჯარიმების ამოღება დღეს "არაგონივრულია". 

"უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა", - თქვა კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, ჯარიმისგან 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი გათავისუფლდება, თანხის ჯამური მოცულობა კი დაახლოებით 5 600 000 ლარია.

 

 

close დახურვა