logo
ENG



კობახიძე: ამომრჩევლების 91% ხმას ელექტრონული აპარატების საშუალებით მისცემს

07 თებ 202419:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/q7pw4jb5rqvyjh1.jpeg

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს საშუალება ექნება ხმა ელექტრონული წესით მისცეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს მოიწვიოს გრძელვადიანი საერთაშორისო მისია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

"რაც შეეხება არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას, თქვენ იცით, რომ გასული წლების განმავლობაში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველად ისტორიაში, არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ამომრჩევლების 91% ხმას ელექტრონული აპარატების საშუალებით მისცემს საარჩევნო უბნებზე და რეგისტრაციასაც გაივლიან ელექტრონულად, რაც ბუნებრივია, სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით. მოიხსნება ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიცაა დაუბალანსებელი უბნები და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც უკვე კანონის დონეზე ასახულია და ახლა მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოს არჩევნების სათანადოდ ჩატარება.

ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მისიების დაკვირვება. უახლოეს დღეებში გაიგზავნება წერილი ეუთო/ოდირში საქართველოს მთავრობიდან, რომლითაც მოვიწვევთ ჩვენ გრძელვადიან მისიას. ჩვენი მხრიდან ყველანაირი პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში, რაც დაგეთანხმებით, რომ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც, უნდა გადაიდგას კონსენსუსის მიღწევის გზაზე", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა