logo
ENG



კობახიძე: აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება

20 ივნ 202422:14
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვასა და გაჯანსაღებას. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.


close დახურვა