logo
ENG



კობახიძე: განვითარების ფონდი და აწარმოე საქართველო გაერთიანდება, გახდება სახელმწიფო ბანკი

07 თებ 202613:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/07/u19l1yr6qqqav8j.png

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია, რომ „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული.


close დახურვა