logo
ENG



კობახიძე: გერმანული მოდელი გამოირიცხა, ყველამ დაინახა მისი არაკონსტიტუციურობა

30 ნოე 201916:34
3 წუთის საკითხავი
 
r00lspjom4hgim5.jpg

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრას ეხმაურება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გერმანულ მოდელზე მსჯელობისას საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ ხსენებული მოდელი არაკონსტიტუციურია. 

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს. ეს არარეალისტურია. ამიტომ ისინი გვთავაზობენ ისეთ მოდელს, რომელიც, მათი მტკიცები, თავსებადია კონსტიტუციასთან. გერმანულ მოდელზე მსჯელობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამ დისკუსიის დროს, ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. შემდეგ ოპოზიცია გადავიდა სხვადასხვა იდეაზე. ერთმანეთშიც კი არ ჰქონდათ ეს იდეები შეთანხმებული. თუ შეძლებენ რაიმე ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, მზად ვართ ასეთი წინადადებების განსახილველად. გერმანული მოდელი გამოირიცხა, ყველამ დაინახა მისი არაკონსტიტუციურობა. ჩვენი მხრიდან შეთავაზების გაკეთებას საფუძველი არ აქვს, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ეს შეთავაზება. დაველოდებით მათ წინადადებას. ისინი არიან იმ ვითარებაში, როდესაც მათ უნდა მოიფიქრონ გამოსავალი მათი სიტუაციიდან. მათ აქვთ ეს სიტუაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 


close დახურვა