logo
ENG



კობახიძე: ერთადერთი წამალი ქვეყანაში რადიკალიზაციის შესამცირებლად ნაცმოძრაობის დასუსტებაა

21 დეკ 202222:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ერთადერთი წამალი ქვეყანაში რადიკალიზაციის შესამცირებლად ნაცმოძრაობის დასუსტებაა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ვითარება დღეს ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ერთი წლის წინ. მისი თქმით, რადიკალიზაციის ხარისხის შემცირების მიზეზი ნაცმოძრაობის დასუსტებაა.

კობახიძის თქმით, "გლობალური ომის პარტია სააკაშვილის გათავისუფლებაზე როდესაც საუბრობს, მათი მიზანი რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდა, ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ ქვეყნის ომში ჩართვაა".

"დღეს სინამდვილეში ვითარება ბევრად ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ე.წ რადიკალიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, ეს არის ნაცმოძრაობის დასუსტება. ერთადერთი წამალი საქართველოში რადიკალიზაციის შემცირებისთვის არის ნაცმოძრაობის დასუსტება, ამის მეტი წამალი არ არსებობს და როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი სწორედაც რადიკალიზაციის გაზრდაა ანუ, რატომაც უნდათ ამ ადამიანებს, გლობალური, ლოკალური ომის პარტიას სააკაშვილის გათავისუფლება, ერთადერთი მიზანი რაც ამოძრავებთ, უნდათ საქართველოში რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდა, რაც მათი აზრით გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ ომში გახვევს ჩვენ ქვეყანას. გარკვეულწილად შეიძლება გააძლიეროს სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ნაცმოძრაობა, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა გააგრძელონ მოწოდებები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენი ამოცანაა, არ გაიზარდოს რადიკალიზაციის ხარისხი, მითუმეტეს პოლიტიკური ბერკეტიც არ გვაქვს, რა თქმა უნდა, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმებოდა ხელოვნური გზით სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, იმისათვის რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს", - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.


close დახურვა