logo
ENG



კობახიძე: ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

08 აპრ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/axetilxsocvf61j.jpg

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი [...] ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე ვარიანტი ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში", - აღნიშნა მან. 

კობახიძის თქმით, ახალი აეროპორტი "სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან". 

"ახალი აეროპორტის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან

მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის სხვა პროცედურები და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი ულტრათანამედროვე აეროპორტი", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა