პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუცილებელია. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ვეტო დაძლევს ევროკავშირის პუნქტის შესრულებას ემსახურება.
კობახიძის თქმით, ცესკო ახლა ჩიხურ მდგომარეობაშია, ხოლო ცვლილებები მის დაძლევას შეუწყოს ხელს.
"სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმისათვის რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება სამართლიანი, თავისუფალი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ვეტოს დაძლევა", - განაცხადა კობახიძემ.
5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.
მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
ქართული ოცნება ვეტოს დაძლევას აპირებს.