logo
ENG



კობახიძე: თეორიულად, საბჭომ რომ გაიმეოროს, რაც რეზოლუციაში წერია, გვექნება მძიმე რეაქცია

13 ივნ 202200:01
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: თეორიულად, საბჭომ რომ გაიმეოროს, რაც რეზოლუციაში წერია, გვექნება მძიმე რეაქცია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თეორიულად, კომისიამ და საბჭომ რომ გაიმეორეს ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, "ძალიან მძიმე რეაქცია ექნებათ".

მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომია, მანამდე პარტნიორებთან "ასეთი პატარა უხერხულობები" ექნებათ.

"თეორიულად, ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია და ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი, ევროპარლამენტი ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები.

ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ყველაფერს შეაფასებს და მათ შორის შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის", - თქვა კობახიძე იმედის ეთერში.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა