logo
ENG



კობახიძე: თუ დაიგეგმა, გამარჯვების აქცია იქნება, 2 ოქტომბრის გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ

19 ოქტ 202116:55
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: თუ დაიგეგმა, გამარჯვების აქცია იქნება, 2 ოქტომბრის გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციის დაგეგმვის შემთხვევაში ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებში "დამაჯერებელ გამარჯვებას აღნიშნავენ". როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, საბოლოოდ პოზიცია აქციის გამართვასთან დაკავშირებით ჯერ შეთანხმებული არაა.

"ეს იქნება, პირველ რიგში, გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმა. რა თქმა უნდა, 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის, ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი იქნება", - აღნიშნა კობახიძემ.

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება 28 ოქტომბერს კონტრაქციას გამართავს. ექსკლუზიურად გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ პარტიის ოფისში საგანგებო კონსულტაციბი უკვე შედგა.

ფორმულას ინფორმაციით, გუშინ საგანგებო კონსულტაციებში თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძეც  მონაწილეობდა.

შეხვედრაზე პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიბარეს - მითითებების მისაცემად. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი დავალება 28 ოქტომბერს, კონტრაქციისთვის ხალხის შეკრება იყო. საგანგებო შეხვედრები რომ შედგა, ამას ოცნებაშიც ადასტურებენ, არც აქციისთვის მზადებას უარჰყოფენ, თუმცა ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ.

გარდა ამისა, მმართველი გუნდი უარჰყოფს, თუმცა არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასასვლელად ემზადება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მას გამოსამშვიდობებელი სიტყვაც დაწერილი აქვს, რომელსაც სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ წაგვიკითხავს. 


close დახურვა