logo
ENG



კობახიძე: ივანიშვილს შეუძლია გუნდის გაძლიერება, მაგრამ დღეს ამხელა გაძლიერება არ გვჭირდება

18 დეკ 202318:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/18/8a1v02j20dzuqu6.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნოდ გამოჩენასა და პარტიის დახმარებაზე დასმული შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ "დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება".

კობახიძე ირწმუნება, რომ საარჩევნო წარმატებისთვის "მყარი პოზიციები აქვთ".

"ახლა საარჩევნოდ ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, თუ დავიკლებთ პროცენტებს, თორემ მომატებაზე შეიძლება არც იყოს საქმე (ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით). ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა პარტიამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მაჩვენებელი, რომელიც დღესაც გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება, რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები. ამ კუთხით, ეს კითხვა რელევანტური არ არის.

დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი"- ამბობს კობახიძე.


close დახურვა