logo
ENG



კობახიძე: კითხვები ღარიბაშვილის გადადგომაზე არასერიოზულია

12 ივლ 202112:29
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არასერიოზულია. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

კობახიძის განცხადებით, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გუშინ დილით "ყველაფერი იცოდა", თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს, რაზე საუბრობს.

"საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე. რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. თუმცა, რაც შეეხება ცოდნას, გუშინ დილიდან იცოდა ნოდარ მელაძემ ყველაფერი, ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა, პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესად ამორალური საქციელი", - თქვა კობახიძემ.

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად სცემეს, გუშინ დილით გარდაიცვალა.


close დახურვა