logo
ENG



კობახიძე: მათი უმეტესობა, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, ამას ეკლესიის ქადაგების გამო აკეთებს

11 აგვ 202122:08
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მათი უმეტესობა, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, ამას ეკლესიის ქადაგების გამო აკეთებს

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე უარს ამბობენ, ამას არა საერო კონსპირაციების, არამედ ეკლესიის ქადაგების გამო აკეთებენ. 

ფორმულას ეთერში ბასილ კობახიძემ ილია მეორის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება, სხვებისთვის განმსაზღვრელი იყოს, აიცრება თუ არა პატრიარქი. 

თეოლოგმა თქვა: 

"საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა საერო კონსპიროლოგიური თეორიების გამო არის მიკროსკოპულად მცირე. 

იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც არ იცრება, ამას აკეთებს ეკლესიის, სამღვდელოების ქადაგების გამო. 

დღეში 50 ადამიანი იღუპება. ამ ფონზე ასეთი განცხადების გაკეთება, პილატესავით ხელების დაბანა და იმის თქმა, პატრიარქის აცრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხალხისთვის, ანტიქრისტიანული, უპასუხისმგებლო და არაადამიანური განცხადებაა.

პატრიარქმა აცრისკენ რომ მოუწოდოს, უამრავი ადამიანი აიცრება.

ეს ფსევდომართლმადიდებლური, რუსული, კონსპიროლოგიური ბოდვა, რომელმაც წალეკა ეკლესია და სამღვდელოების და მრევლის ტვინები, არის მწვალებლობა, ერესი და არაფერი აქვს საერთო ეკლესიის სწავლებასთან". - თქვა ბასილ კობახიძემ. 


close დახურვა