logo
ENG



კობახიძე: მარგველაშვილის წერილში წერია, ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანეთ ცოლადო, არ ვართ მახინჯი

22 ივნ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock 927
კობახიძე: მარგველაშვილის წერილში წერია, ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანეთ ცოლადო, არ ვართ მახინჯი
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში კვლავ იმეორებს ფრაზას, რომ ოპოზიცია ევროპას "მახინჯი შვილის ცოლად შერთვას" სთხოვს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ მოაწერეს ხელი წერილს, რომლითაც 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტები და პარლამენტის სპიკერები ევროპელ ლიდერებს მიმართავენ, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

"ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს სტატუსი, რაც მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ნაბიჯი არის ყალბი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანო იქნებ ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ"- თქვა კობახიძემ.

დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილი გადასცა.

წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად.

აღსანიშნავია, რომ ხელმომწერებს შორის არ არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნების არც ერთი წევრი.

 


close დახურვა