logo
ENG



კობახიძე: ოპოზიცია ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს

10 აპრ 202418:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/bhvghqopckgw7cp.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძემ სპორტის, კულტურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე ფეისბუქ პოსტი გაავრცელა. პრემიერი ცდილობს სპორტსმენების თუ ხელოვანების გამოხმაურებები რუსულ კანონზე ოპოზიციას დაუკავშიროს.

"კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც", - წერია კობახიძის პოსტში. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის  Instagram ანგარიშის გაქრობის შემდეგ, რაც გუშინდელი აქციის მხარდამჭერი ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა, Facebook გვერდზე იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია". 

ამის შემდეგ ქართულ ოცნებაში როინ ქოჩორაშვილს "ნაცი" უწოდეს. ერთ-ერთი პირველი თბილისის მერი, კახა კალაძე იყოს, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელის მამა "გახარიას პარტიის წარმომადგენელია" და სწორედ ამ ნიშნით სცადა როინ ქოჩორაშვილის დისკრედიტაცია. 


close დახურვა