logo
ENG



კობახიძე: პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება

08 აპრ 202612:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/ujjr9n21pxg42mh.png

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის წარმოების და რეალიზაციის რეგულაცია 4 წლით გადაავადონ.

"როგორც მოგეხსენებათ პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციის შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა