logo
ENG



კობახიძე: პრეზიდენტი ერდოღანის ლიდერობა სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის

16 მაი 202419:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/a3qdfw791rdnxuo.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობა სამაგალითოა. 

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტს ერდოღანს, რომელიც არსი არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის", - თქვა კობახიძემ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაში 2003 წელს პრემიერმინისტრის რანგში მოვიდა. 2014 წელს კი ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა.

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ერდოღანს ავტორიტარ ლიდერად მიიჩნევენ, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკოსებს დევნის, ამასთან ზეწოლას ახდენს დამოუკიდებელ მედიაზე. მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა კი მზარდმა ინფლაციამ გააუარესა.

2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაახშეს, რა დროსაც სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში 256 ადამიანი დაიღუპა. შედეგად ხელისუფლებამ ათასობით სამხედრო მოსამსახურე, მოსამართლე, მასწავლებელი და სახელმწიფო მოხელე დააკავა, რომლებიც ერდოღანის თქმით, დევნილობაში მყოფი მისი ოპონენტის ფეტჰულა გიულენის შთაგონებით მოქმედებდნენ.


close დახურვა