logo
ENG



კობახიძე: პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს

15 სექ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, აბსურდულია. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. მაგრამ გავიმეორებ, იყო რაღაც სისტემური პრობლემა, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, 2012 წლამდე როდესაც იყო სისტემური უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ ერთი რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა, ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ვიღაცები როდესაც ავლებენ პარალელებს ეს არის ცარიელი სპეკულაცია, როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია, პრეზიდენტი ამას რომ უერთდება, გასაგებია, რომ ამას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას


close დახურვა