logo
ENG



კობახიძე: რთული იყო პროვოკაციის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალისგან, ბოდიში საზოგადოებას

23 სექ 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock 1149

ქართული ოცნების თავმჯომარე ირაკლი კობახიძე დღეს ევროკავშირის ოფისთან, მასსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას ენმ-ს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ნიკა მელია "უინტელექტო ხულიგანია, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს". 

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.

"ნიკანორ მელია არის უინტელექტო, პროვოკატორი და ხულიგანი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკა მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პროვოკაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალიან რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. 

ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციის და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომლებიც დღეს ჩემგან მოისმინა", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "კრიმინალები პოლიტიკას ჩამოშორდებიან"

"2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რის შემდეგადაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას", - თქვა კობახიძემ.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


close დახურვა