logo
ENG



კობახიძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გავაჟღერეთ

29 თებ 202001:36
3 წუთის საკითხავი
 
p46euqf9a3e6wlu.jpg

 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად დასრულდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა.

„ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად აღარ რჩება საფუძველი, რომელიც შეიძლება გახდეს არსებული პირობების და მოლაპარაკების გარშემო შეთანხმების ჩაშლისა და რა თქმა უნდა შემდეგ დიალოგზე, როდესაც ოპოზიცია და მმართველი ძალა შეხვდება ერთმანეთს, ის ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებზე პოლიტიკურ თანხმობას, რა თქმა უნდა მას მოუწევს საზგადოებას აუხსნას თუ რა იყო მისი რეალური მოტივაცია. ამ რამდენიმე შეხვედრით ჩვეენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები მაქსიმალურად გაგვეცვალა. დაგვჭირდება გარკვეული დრო, სანამ შემდეგი შეხვდრა შედგება. დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემაც, კობახიძის თქმით, ოცნების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე გააჟღერეს იდეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, მისი თქმით მათ მიერ წარმოდგენილი იდეები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა იყოს სამართლიანი.

„ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს შეთანხმება მიღწეული ამ მოდელთან დაკავშირებით თუ არ დაიწყებს ოპოზიცია საბაბის ძებნას შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


close დახურვა