სოროსის ფონდი თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ, მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა თავის გადაწყვეტილებას, მანამდე სოროსის ფონდმა დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, იგივე სერგო ორჯონიკიძე თანამედროვეობის, წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ასეთ დროს, სოროსის ფონდის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა, ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, იქნება ალოგიკური. ახლაც აკეთებენ იმავეს, ეს დასკვნა, რაც არის დადებული მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სოროსის ფონდი პირდაპირ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, როდესაც ისინი ხელოვნურად ავრცელებენ ტყუილს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები. ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და თქვენ იცით რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და სოროსის ფონდს შორის.
კობახიძე: სოროსის ფონდი თავიდანვე იყო ჩართული კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში
16 მაი 202313:42
3 წუთის საკითხავი