logo
ENG



კობახიძე: უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში

27 ნოე 202620:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/27/foi1hpi9r7y17pv.png

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ  რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამით დაინტერესდება. 

"აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ [რუსეთის] უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, ეს არის ჩვენი მოლოდინი", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

მოგვიანებით, რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა.


close დახურვა