logo
ENG



კობახიძე: შეიძლება, 10 წლის თავზე იდეალური დროა, საზოგადოებას ენმ-ის დანაშაულები გავახსენოთ

20 აპრ 202300:01
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: შეიძლება, 10 წლის თავზე იდეალური დროა, საზოგადოებას ენმ-ის დანაშაულები გავახსენოთ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება, 10 წლის თავზე "იდეალური დროა, საზოგადოებას ენმ-ის დანაშაულები" გაახსენონ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"არაფერს არ გამოვრიცხავ მე, თან მით უმეტეს, რომ 10 წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, უკვე ათი წელია, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა [...] მაგრამ ათი წელია გასული, ათი წლის გასვლა ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგან ავიწყდება ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, 10 წლის თავზე კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ საზოგადოებას.

არიან მათ შორის ახალგაზრდები, ვისაც საერთოდ არ უნახავს ეს წლები და შესაბამისად, საერთოდ არ ახსოვთ, რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დრო. შეიძლება, 10 წლის თავზე იყოს იდეალური დრო იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ნაცმოძრაობას. პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის, შეხსენების შეფასება შეხსენების დონეზე", - განაცხადა მან.

ის, ასევე, არ გამორიცხავს საგამოძიებო კომისიის შექმნას და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ, შესაძლოა, სწორედ ამას "გამოკრას ხელი".


close დახურვა