logo
ENG


კობახიძე: მგონი, საბოლოო ჯამში, ხელს გამოკრავენ საგამოძიებოს შექმნას მათ წინააღმდეგ
  • 527ნახვები

როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი ინიციატივაა დღეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ, კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. ეს, საბოლოო ჯამში, არც იქნება, თუ წარმოიდგენთ ამ პროცესს, გამოძიება, სინამდვილეში, მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ საჭიროა სისტემატიზაცია იმისა, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, მაგალითად, ნაცმოძრაობის კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვინ მიმართ განხორციელდა და ა.შ.

დაველოდოთ, არაფერს არ გამოვრიცხავ მე, თან მით უმეტეს, რომ 10 წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, უკვე ათი წელია, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა [...] მაგრამ ათი წელია გასული, ათი წლის გასვლა ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგან ავიწყდება ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, 10 წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ საზოგადოებას.

არიან მათ შორის ახალგაზრდები, ვისაც საერთოდ არ უნახავს ეს წლები და შესაბამისად, საერთოდ არ ახსოვთ, რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დრო. შეიძლება, 10 წლის თავზე იყოს იდეალური დრო იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ნაცმოძრაობას. პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის, შეხსენების შეფასება შეხსენების დონეზე.

განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა