ერთადერთი რეკომენდაცია, რაც გასცა საბჭომ უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცესის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების ნდობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ასეთი პოლიტიკის შედეგი არის, რომ ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან.
კობახიძე EU-ის სანქციებზე: უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი
17 დეკ 202412:01
3 წუთის საკითხავი