logo
ENG



კობახიძე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი

07 თებ 202418:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/s96jnu2m4me9qaf.jpg

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა, სადაც სამთავრობო პროგრამა წარადგინა. 

როგორც ის ამბობს, სამუშაოები კომპანიის შესარჩევად უკვე დაწყებულია და შერჩევა ორ კომპანიას შორის მიმდინარეობს. 

"მე ყოველი შემთხვევისთვის მოვიკითხე [ანაკლიის საკითხი]. არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია ისარგებლებს უპირატესობით, პროცედურები წარიმართება, ორი პრედენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს, ოღონდ, ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - ამბობს კობახიძე. 

 

close დახურვა