logo
ENG



კობახიძე აშშ-ზე: ჩვენი სურვილია, პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები

21 მარ 202413:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/nm1plccswz9539c.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობას "ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები".

ამ კონტექსტში ის აშშ-სთან უვიზო მიმოსვლასა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ "ამ მხრივ პროგრესი იქნება".

"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს, არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მხრივ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა