logo
ENG



კობახიძე ბერძენიშვილზე: გახსოვთ რა ილაპარაკა აღმაშენებელზე, ერეკლე II-ზე, ივანიშვილზე

16 მაი 202314:01
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ბერძენიშვილზე: გახსოვთ რა ილაპარაკა აღმაშენებელზე, ერეკლე II-ზე, ივანიშვილზე

ჯერ მე მგონი არც არავის უჩვენებია, ხო, ის ოცი კაცი, რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცია არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა როგორც ჩანს მათი ღიმილი, თან ღიმილი როგორი იყო ესეც დააკონკრეტა. მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მე მგონი ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს, მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს.

ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე, აკაკი წერეთელზე, ასევე დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ასევე თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც – ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების, მაგრამ ნუ ეს გასაკვირი არ არის. წარსულზე და ისტორიაზე ხაზის გადასმას ცდილობს და ნუ, აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს გასაკვირი არ არის. საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას აქვს ორი მიზეზი – ერთი ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ეს არის ადამიანი რომელიც მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს.

მერწმუნეთ, ვერავინ დაასწრებდა მათ ამ 20 კაცის გადაღებას. სპეკულაციებს შეეშვას, მიხედოს საკუთარ პრობლემებს.


close დახურვა