ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია "ფსკერს ქვემოთ დაეშვა".
მან გახარიას განცხადება შეაფასა - ექსპრემიერმა 25 სექტემბერს ფორმულას ეთერში თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა".
"როცა კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს, არ ვიცი, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული. ეს არის მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როცა როგორ ხვდები, რა გაწყობს და რა - არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული". - თქვა ირაკლი კობახიძემ.