logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებაში გლობალური ომის პარტიას ადანაშაულებს

09 ოქტ 202423:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/v2ri924o08w3wkz.jpg

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გლობალური ომის პარტიასთან არის კავშირში, უსამართლოა და მმართველი გუნდისთვის ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს.

"ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის იმისთვის, რომ ასეთი სცენარის განვითარება მოახერხონ. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა ევროპარლამენტში ეს დისკუსია და ამისთვის მიიღეს ეს რეზოლუცია, მაგრამ ამ ძალების ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის განწირულია", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას ჰქონდა და შედეგიც შესაბამისი იქნება. 

"ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ საუბარია ოცნების წარმომადგენლების დასჯაზე, საუბარია ნაციონალური მოძრაობის მფარველობაზე და ეს არის მთავარი წითელი ხაზი რომელიც ამ რეზოლუციას გასდევს. რა თქმა უნდა, ამ უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას ჰქონდა და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი რეზოლუცია", - აღნიშნა კობახიძემ.


close დახურვა