ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას მტერს უწოდებს, თუმცა კვლავ არ ამბობს არის თუ არა რუსეთი მტერი.
ფორმულას კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი, კობახიძემ ასე უპასუხა:
"თქვენი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა. ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს. თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობის შესაბამისად ჩვენ არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. თავის დროზე, როდესაც, არაფრისმომცემი აგრესიული რიტორიკა გამოიყენებოდა თქვენი ბელადის მიერ და პოლიტიკური პარტიებს, მაშინ ჩააბარეს მათ ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას".
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი და თქვა, რომ წინა ხელისუფლება "მტრობდა სახელმწიფოს".
"მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება საკუთარ სამხედროებს დააბრალეს. ვინც მოაწერა ხელი იმ რეზოლუციას, იყო საქართველოს მტერი, ანუ ნაცმოძრაობა მტრობდა სახელმწიფოს", - განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.