logo
ENG



კობახიძე ეუთო-ს სამიტზე: ბლინკენი და ბორელი ესწრებიან, ჩვენგან არდასწრება იქნება არასწორი

29 ნოე 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ეუთო-ს სამიტზე: ბლინკენი და ბორელი ესწრებიან, ჩვენგან არდასწრება იქნება არასწორი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთო-ს სამიტს და მიიჩნევს, რომ "ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად".

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად სწორია საქართველოს პოზიცია, დაესწროს ეუთო-ს სამიტს მაშინ, როდესაც მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობს.

კობახიძის აზრით, იმ პირობებში, როდესაც სამიტში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოს არდასწრება "არასწორი" იქნება.

"ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება, არ ჩადის ამ სამიტზე, მაგრამ ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში საქართველოსთან შედარებით. ეს არის სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტი...

რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, საქართველო არის ბუნებრივია, ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე, ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება არასწორი გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას"- თქვა კობახიძემ.

ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც "ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო", რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.

სამიტში არ მონაწილეობას არც უკრაინა.


close დახურვა