რა თქმა უნდა, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე დღის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი. პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და კითხულობდა ამას. გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე.
კობახიძე ზურაბიშვილზე: გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
19 ოქტ 202313:06
3 წუთის საკითხავი