logo
ENG



კობახიძე იმედის ეგზიტპოლის შემდეგ: გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას, გაუმარჯოს

02 ოქტ 202120:08
3 წუთის საკითხავი
clock 2377
კობახიძე იმედის ეგზიტპოლის შემდეგ: გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას, გაუმარჯოს
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეგზიტპოლს ზეიმობს და გუნდს გამარჯვებას ულოცავს. იმედის ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, ედისონ რისერჩისა და იფსოსის კვლევის თანახმად კი, თბილისში მეორე ტური იქნება.

კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას წინ კიდევ "დიდი გამარჯვებები" ელოდება.

"10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და დიდი გამარჯვევები კიდევ წინ არის. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებას, გაუმარჯოს", - თქვა კობახიძემ.

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა: 

კახა კალაძე, ქართული ოცნება - 43%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 39%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის - 7%.


close დახურვა