ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვზე ამბობს - "უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს".
ის კასიანოვს "ელემენტარულ დიპლომატიურ ეტიკეტს" ახსენებს.
"კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია. არ შეიძლება სპეკულაციებზე... უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს, რა ვქნათ", - განაცხადა კობახიძემ.
კასიანოვმა 6 დეკემბერს თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ელექტროსისტემის დახმარებაზე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ამასთან დაკავშირებით კობახიძემ განაცხადა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს უკრაინა საქართველოსგან ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მისი მტკიცებით, რეალურად საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება.
