logo
ENG



კობახიძე ლექციაზე უკანა შესასვლელიდან შევიდა - თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

08 ივნ 202412:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/08/28zj9lu308km4o6.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თსუ-ში ისევ უკანა შესასვლელიდან შევიდა. ლექციის პარალელურად დღესაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების აქცია იმართება.

გუშინ, 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტ და მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა.

ნიკო მანაგაძე ირაკლი კობახიძისთვის უნივერსიტეტთან დახვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორია. თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

დღევანდელ აქციაზე სტუდენტების გარდა მობილიზებულნი არიან ქართული ოცნების მხარდამჭერი, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი.

"გუშინ როდესაც მე ვნახე, როგორ გაუსწორდნენ ჩვენს სტუდენტს, ჩვენივე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ არასდროს დავდიოდი ამ აქციებზე, მეგონა, რომ ეს სტუდენტების საპროტესტო აქცია იყო, მაგრამ გასცდა სტუდენტების საპროტესტო აქციას [...] მოვუწოდებ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, აიმაღლოს ხმა და გაემიჯნოს ამ ძალადობას", - ამბობს აქციაზე მისული ერთ-ერთი მოქალაქე.


close დახურვა