logo
ENG



კობახიძე ნამახვანჰესზე: ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვისაც

22 სექ 202116:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სამწუხარო ფაქტია" ენკას გადაწყვეტილება ნამახვანჰესის აღარ აშენებაზე, ამასთან ამტკიცებს რომ მთავრობა მაინც ყველაფერს გააკეთებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. 

"ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. [...] ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიაი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით.

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - ამბობს კობახიძე. 

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

 


close დახურვა