logo
ENG



კობახიძე ოთხეულზე: ელჩმა თქვა, ტყუილებს ავრცელებენო - ასე რომ ვფიქრობდეთ, გავემიჯნებოდით

20 სექ 202223:16
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ოთხეულზე: ელჩმა თქვა, ტყუილებს ავრცელებენო - ასე რომ ვფიქრობდეთ, გავემიჯნებოდით

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ოცნებიდან ფორმალურად წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "შეურაცხმყოფელს" უწოდებს.

19 სექტემბერს კელი დეგნანმა ე.წ ოთხეულთან დაკავშირებით თქვა, რომ "ისინი განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან".

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი "მართლა რომ ფიქრობდეს, რომ ეს ადამიანები ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებენ, სრულად გაემიჯნებოდა".

"უნდა გამოვეხმაურო სამწუხაროდ ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. სოზარ სუბარი მაგალითად, რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ნუ ასეთი ადამიანები არიან და მათზე ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, სრულიად გავემიჯნებოდით", - თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 


close დახურვა