logo
ENG



კობახიძე ოპოზიციონერთა საქმეებზე: ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკოსია, კომპრომისი უწევთ

17 სექ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ოპოზიციონერთა საქმეებზე: ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკოსია, კომპრომისი უწევთ

ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, ოპოზიციონერთა მიმართ წარმოებულ საქმეებზე "ერთი პატარა პასაჟია", რასაც არ ეთანხმებიან. ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ ასევე თქვა, რომ ამ ცანაწერს თავად ევროპარლამენტის უმრავლესობაც არ ეთანხმება, თუმცა მათ "კომპრომისზე წასვლა მოუწიათ".

"საქართველოსი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. არიან პოლიტიკური კრიმინალები.

[ოპოზიციონერების საქმეები] მოხვდა იმიტომ, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსისიც არის პარლამენტი, ევროპარლამენტიც არის პარლამენტი, იქ არიან სხვადასხვა პოლიტიკოსები, საბოლოოდ გარკვეული კომპრომისებიც უწევთ, შესაბამისად იქ ჩაიწერა რაღაც, რასაც არ ვეთანხმებით. ეს არის ერთი პატარა პასაჟი თუმცა ხედავთ რომ ეს ჩანაწერიც არის ზალიან რბილი. ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმება", - ამბობს კობახიძე.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სადაც შეფასებულია ასოცირების შეთანხმების შესრულება, შეშფოტებას გამოხატავენ სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობაზე საქართველოში. კერძოდ, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და ოპოზიციონერთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წამოწყების გამო. მათი თქმით, ამან გაზარდა ეჭვები სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის მიმართ.

"საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, ისეთის, როგორიცაა ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი. რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს 2019 წლის ივნისში პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ინციდენტები დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება", - ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში. 

 

 

 


close დახურვა