logo
ENG



კობახიძე პოდოლიაკსა და გონჩარენკოზე: 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები

23 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე პოდოლიაკსა და გონჩარენკოზე: 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირები, კერძოდ, მიხაილო პოდოლიაკი და ოლექსი გონჩარეკნო უკრაინის პატრიოტები 40 წლის ასაკში გახდნენ, მანამდე კი, პრორუსული განწყობებით გამოირჩეოდნენ.

კობახიძის თქმით, პოდოლიაკი და გონჩარენკო ითხოვენ, რომ რუსებმა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები და საქართველოში ომი გაჩაღდეს.

"ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და პირდაპირ საქმით. მაგალითად, მანამდე პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებელი ადამიანები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინელი პატრიოტები. ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, რომლებიც ითხოვენ, საქართველოში ომის გაჩაღებას და ითხოვენ, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მე მათ განცხადებას", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა