logo
ENG



კობახიძემ გაეროში გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი არ ახსენა

26 სექ 202401:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/wrmt474jreknenl.png

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში", - თქვა კობახიძემ.

მან ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა. 

"მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. რასაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ერთ დღეს, შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში. აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით, ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მან.


close დახურვა