logo
ENG



კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

09 თებ 202418:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/vw5qj8xz3advped.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

პრემიერს თავდაცვის სამინისტროში უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ.

პრემიერმინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და რეფორმების გაგრძელების პირობა მისცა.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს. კობახიძის თქმით, ბურჭულაძემ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა. გუშინ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.


close დახურვა