logo
ENG



კობახიძის თქმით, საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება

19 მარ 202411:40
3 წუთის საკითხავი
clock 388
2024/03/19/889saconb6rlr8j.png

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განკარგულებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებთან კავშირში არ არის.

"ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ასე რომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში", - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, საჭირო გახდა, რომ გამოყოფილი 30 მილიონი კიდევ 5 მილიონით გაზრდილიყო, რათა "საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს". 

***

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. 15 მარტის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსურის დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - ვკითხულობთ განკარგულებაში. 

დოკუმენტის თანახმად, თანხა 50 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გადანაწილდება.

 

close დახურვა